LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ნაიტლისა და ქეით ბლანშეტის თეატრალური კაბები დაჯილდოვებაზე (ფოტო)

82

კვირას ლონდონში ყოველწლიური თეატრალური პრემიის, Evening Standard Theatre Awards დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. „დრური-ლეინის“ თეატრში საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ კიტა ნაიტლი, ენდრიუ გარფილდი, ქრისტიან სლეიტერი, ქეით ბლანშეტი, კოლინ ფერტი და სხვა ბრიტანელი მსახიობები.

ფოტოგრაფების ყურადღება მიიქცია კირა ნაიტლის უცნაურმა თეატრალურმა კაბამ. მსახიობმა დაჯილდოვებისთვის პასტელური ფერის, გამჭვირვალე კაბა შეარჩია, რომელიც მწვანე ატლასის ლენტით იყო გაფორმებული. ამ კაბას მოდის კრიტიკოსებმა უცნაური უწოდეს, რადგან ის რეტრო-სტილის მოტივებით იყო შექმნილი და განსხვავდებოდა ტრადიციული საღამოს კაბებისგან. ელეგანტური და დახვეწილი ქეით ბლანშეტი ამჯერადაც ბრწყინავდა წითელ ხალჩაზე ყვავილებით დაპრინტულ საღამოს კაბაში. საინტერესოა, რომ ბლანშეტის კაბა ნაქსოვი და ნაჭრის ფაქტურების კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ბისერებით იყო გაფორმებული.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები