LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კისერში მომიჭირა და დამიწყო კოცნა, ვეღარც ვიკივლე”- 70 წლის პედაგოგი მოსწავლეს სავარაუდოდ სექსუალურად ავიწროებდა

124

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასკოლო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგს მისივე მოსწავლე, ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთი წევრი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი აუდიო ჩანაწერი არსებობს, რომელშიც 70 წლის მამაკაცი გოგონას ავიწროებს. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.

სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ მასწავლებელი სექსუალურ კავშირს ფულის სანაცვლოდაც სთავაზობდა.

“კისერში მომიჭირა და დამიწყო კოცნა, ვეღარც ვიკივლე”- განაცხადა სკოლის მოსწავლემ რუსთავი 2 -თან საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი სკოლაში აღარ მუშაობს.პედაგოგმა სამსახურდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა, თუმცა ეს აღნიშნულ ფაქტს არ უკავშირდებოდა. გოგუას მტკიცებით, ამ დრომდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

ამასთან დაკავშირებით არ ვიყავი საქმის კურსში, სულ 2 დღეა, რაც გავიგე. დეტალები არ ვიცოდი. ქალთა საფეხბურთო კლუბი, ფაქტობრივად, მისი შექმნილია. ბავშვს მე პირადად არ ვიცნობ, ერთადერთი, რაც შემიძლია ამ წუთისთვის გითხრათ, მე აუდიოჩანაწერის რაღაც ნაწილი მოვისმინე ეს არის ამაზრზენი და მიუღებელი. ასეთი ადამიანები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. სამწუხაროა, რომ ამ გოგონამ არც სამართალდამცავებს და არც ჩვენ მოგვართა, თორემ შესაბამის ზომებს აუცილებლად მივიღებდით“, – უთხრა რადიო „ათინათს“ დავით გოგუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით, 16 წელს მიუღწეველ პირთან ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები