LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიტ ჰარინგტონმა „სამეფო კარის თამაშების“ კასტინგი თავიდან გაიარა (ვიდეო)

114

„სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის დაწყებამდე დღეები რჩება. შესაბამისად, სერიალის მსახიობები აქტიურად არიან დაკავებულები პროექტის პოპულარიზაციით. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიმართ ინტერესი ისეც დიდია, ვარსკვლავები მაინც უჩვეულეო ექსპერიმენტებს მიმართავენ.

კიტ ჰარინგტონი ჯიმი ქიმელის შოუს ესტუმრა და სერიალის კასტინგში მიიღო მონაწილეობა, არა მარტო ჯონ სნოუს როლზე. მსახიობმა სერსეი ლანისტერის, ტირიონ ლანისტერის, ჰოდორის, დეიენერის ტარგარიენის და სხვების როლის მოსაპოვებლადაც „იბრძოლა“, რაც საკმაოდ სასაცილო სანახავი იყო. გადაცემა, როგორც მოსალოდნელი იყო, სახალისო გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ მარტინის რომანის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ეკრანიზაციით HBO 2011 წლის აპრილიდან დაკავდა და მას შემდეგ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სერიალების რეიტინგს ხშირად ლიდერობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები