LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კითხვას ბევრჯერ ვუპასუხე, მაგრამ ავტორი მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა – დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

82

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებას იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით, პარლამენტში ხმაური მოჰყვა.

თეა წულუკიანის გამოსვლას იუსტრიციის სამინისტროს 2 ყოფილი თანამშრომელი – ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, რომლებიც საკომიტეტო მოსმენაზე დარბაზში არ დაუშვეს, ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი სივრციდან ადევნებდნენ თვალს, ხოლო მათი კითხვები დარბაზში ელენე ხოშტარიამ გააჟღერა. დეპუტატმა მინისტრს კითხა, თუ რატომ არ მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მათი სამსახურში აღდგენა.

“მე ამ კითხვას ბევრჯერ ვუპასუხე, მაგრამ თვით ავტორი მემორიალზე ცეკვავდა და როგორც ჩანს არ ეცალა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა და მოგვიანებით აღნიშნა, რომ ანა სუბელიანმა და ტამაზ ახობაძემ, “მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღეს, მოვიდნენ აღსრულების ბიუროში და ფულზე ვაჭრობა დაიწყეს”. სწორედ ამ ფრაზას მოჰყვა თამაზ ახობაძის პროტესტი და შეძახილები, რომელმაც მინისტრი ტყუილში დაადანაშაულა.

ანა სუბელიანი აცხადებს, რომ თეა წულუკიანმა ამ განცხადების შემდეგ იუსტიუციის მინისტრის პოსტზე საქმიანობა აღარ უნდა გააგრძელოს.

თანაზ ახობაძეს დარბაზი მანდატურმა იძულებით დაატოვებინა.