LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კითხვები ჩანაწერის კანონიერებასთან დაკავშირებით მაქვს – ეკა ბესელია

38

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური და კანონიერი – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე დასმულ კითხვას.

ეკა ბესელიას განცხადებით, იმისთვის, რომ ჩანაწერის შინაარსზე გავაკეთოთ კომენტარი, აუცილებელია ვიცოდეთ, ავთენტური და კანონიერია თუ არა ის. ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ “სისხლის სამართლის კოდექსზე“ გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

“ჩემთვის პირადად საინტერესო არის საკითხის სამართლებრივი მხარე. მე ასეთი მიდგომა მაქვს, პირველ რიგში, ვიდრე ჩანაწერების შინაარსზე გადავალთ, მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერება უნდა გადამოწმდეს. გამოძიების დაწყება არის დროული. ჩემთვის მნიშვნელოვია, რა ინფორმაციას დადებს გამოძიება – არის თუ არა ჩანაწერები კანონიერად მოპოვებული და ავთენტური. სერიოზული კითხვები მაქვს ჩანაწერების გაკეთების კანონიერებასთან და მოპოვებასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ამასთან, როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან აზრი ვერ გამოიტანა და ვერ გაიგო ჩანაწერის იმ ნაწილის კონტექსტი, სადაც მისი სახელია ნახსენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები