LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კითხვები პრემიებთან და დანამატებთან მიმართებით დღის წესრიგიდან მოიხსნება – გიორგი კახიანი

70

საპარლამენტო უმრაველსობის წევრის, გიორგი კახიანის, განცხადებით, ახალი კანონპროექტით  საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების რეგულირების შესახებ,  პრემიები აღარ იარსებებს, დანამატები კი მკაცრად გაკონტროლდება და გაიწერება მისი გაცემის მიზეზები.

კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების თაობაზე, ვიტყოდი, რომ არის უნიკალური იმიტომ, რომ მსგავსი კანონი  არ ყოფილა. ეს კანონი მოაწესრიგებს ხელფასებთან დაკავშირებულ საკითხებს საჯარო სამსახურში დასაქმებულებთან მიმართებით. ის კითხვები, რომელიც ხშირად ჩნდებოდა პრემიებთან და დანამატებთან მიმართებით, მოიხსნება დღის წესრიგიდან,“- განაცხადა კახიანმა.

რაც შეეხება ჯილდოს, კახიანის თქმით, ეს ვერ ჩაანაცვლებს პრემიებს, რადგან მას სხვა სპეციფიკა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები