LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლდიაშვილზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები სხვადასხვა სასტუმროში გადაიყვანეს

44

კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები გუშინ სხვადასხვა სასტუმროში დაბინავდნენ, ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, გუშინ პოლიციასთან ერთად იმყოფებოდა ხანძრის ადგილას.

„დღეს დილიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა. ამ ეტაპზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. გუშინ ღამე მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში, თუმცა არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ, რათა დროულად აღდგეს. მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას”, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, სახლში, სადაც ხაძარი გაჩნდა 70-მდე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა დაზარალებულების რაოდენობა ნაკლებია.

ხანძრის შედეგად გუშინ კლიდიაშვილის ქუჩაზე 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები