LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „ლანცეტის” დირექტორს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

154

კლინიკა „ლანცეტის” დირექტორი, ფარმან ჯეირანლი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მაია ქოქიაშვილმა, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ ფარმან ჯეირანლი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გაამტყუნა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას, ამ ეპიზოდში ჯეირანლი გამართლდა.

კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე დაიღუპნენ.

სამართალდამცველებმა კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 22 მაისს დააკავეს. მას თაღლითობაში ედება ბრალი, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები