LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „თერჯოლამედში“ 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა – საკითხის შესწავლა დაიწყო

98

რეგულირების სააგენტოს კომისიამ კლინიკა „თერჯოლამედში“ გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ  ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დილიდან მედიაში გავრცელდა.

თერჯოლაში, კლინიკა “თერჯოლამედში“ ორი წლის ბავშვი წუხელ გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ანა კაპანაძე საღამოს, 22:00 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.

არდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ  ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაუტყდა, თუმცა ექიმებმა ოპერაცია გუშინ საღამომდე არ გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ კი ბავშვი გარდაიცვალა.