LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინტ ისტვუდი პრემიერაზე 6 შვილთან და 33 წლით უმცროს შეყვარებულთან ერთად მივიდა (ფოტო)

425

ლოს-ანჯელესში კლინტ ისტვუდის ახალი ფილმის, „15:17 პარიზამდე“ პრემიერა გაიმართა, რომელიც 2015 წელს ჯიჰადისტების მიერ მატარებელზე თავდასხმის ამბავს გვიყვება. 87 წლის რეჟისორის ხალი ფილმის პრემიერას მისი 6 შვილი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ფრანჩესკა და სკოტ ისტვუდები, რომლებიც ცნობილი მსახიობები არიან. ასევე მორგან ისტვუდი, რომელიც სამოდელო კარიერითაა დაკავებული. რეჟისორს წითელ ხალიჩაზე შეუერთდა შეყვარებული, კრისტინა სანდერა, რომელიც  ისტვუდზე 33 წლით უმცროსია.

პრემიერაზე ასევე იმყოფებოდა არნოლდ შვარცნეგერი, რომელიც ისტვუდის ფანია. რაც შეეხება თავად ფილმს, მასში მოთხრობილია 3 ამერიკელი მეგობრის ისტორია, რომლებიც ამსტერდამიდან პარიზში მატარებლით მიემგზავრებიან. მათ საკუთარი ძალებით ჯიჰადისტი ტერორისტების მიერ განხორციელებულ შტურმთან გამკლავება მოუწევთ.

საინტერესოა, რომ ფილმში ის სამხედრო ოფიცრებიც მონაწილეობენ, რომლებიც ამ სპეცოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები