LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბ “ბასიანის” მხარდამჭერი აქცია 27 მაისს გაიმართება

173

კლუბ “ბასიანის” მხარდამჭერი აქცია 27 მაისს მაინც გაიმართება. მას შემდეგ, რაც გუშინ საღამოს კლუბის facebook გვერდიდან აქციის ანონსი დაუდგენელ ვითარებაში წაიშალა, ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელეს.

“მიგვაჩნია, რომ აქციის გვერდის წაშლა მხოლოდ გაურკვევლობისა და უნდობლობის დათესვას შეიძლება ემსახურებოდეს და ვფიქრობთ რომ პირდაპირი დარტყმის მცდელობაა იმ საპროტესტო მუხტზე, რომელმაც ათასობით ადამიანი უკვე გამოიყვანა აქციაზე. ჩვენ ვარკვევთ გვერდის წაშლის მიზეზებს და ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გაგიზიარებთ. თუმცა, გადავწყვიტეთ, არ მივცეთ ამ აქტის ავტორს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ერთიანობასა და საერთო მიზნებისთვის ბრძოლას საფრთხე დაემუქროს. 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება. თუ რა ფორმით და სად, ამაზე ინფორმაციას შეთანხმებისთანავე გაგიზიარებთ,”- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები