LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბი BASSIANI დღეს გაიხსნება

43

კლუბი BASSIANI იხსნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბის ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ კლუბს დღეს გახსნიან.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ, კაფე “გალერი” გუშინ, 22 მაისს გაიხსნა. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შენობის ორივე სართულზე დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები და შენობას ლუქი მოხსნეს. სამართალდამცველებმა მფლობელებს უკვე მისცეს კაფეს ამუშავების უფლება.

BASSIANI-ს ადმინისტრაცია კლუბის გახსნის მოთხოვნით, კვირას 27 მაისს აქციის გამართვას აპირებდა.

11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები