LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუნები ლონდონში დაბრუნდნენ

38

საფრანგეთში ჯორჯ და ამალ კლუნების ვიზიტი დასრულდა: პაპარაცებმა წყვილი სწორედ მაშინ გადაიღეს, როდესაც პარიზიდან ლონდონში ბრუნდებოდნენ.

ამალს კაბა, ქურთუკი და მაღალი ჩექმები ეცვა. კლუნები ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ და საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდნენ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში კლუნები პრემია „სეზარის“ გამო იმყოფებოდნენ.

თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში კლუნიმ განაცხადა, რომ მისი მეუღლის ორსულობის გამო, პოტენციურად საშიშ ქვეყნებში ვიზიტისგან ისინი თავს შეიკავებენ: „უსაფრთხოების საკითხს უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ამალი აღარ გაემგზავრება ერაყში. ადრე ამ საკითხზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მაწუხებს“, – განაცხადა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები