LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუნებმა სიძულვილს მილიონი დოლარი შესწირეს

44

ჯორჯ და ამალ კლუნები, მას შემდეგ, რაც მშობლები გახდნენ, საზოგადოებრივ ცხოვრებასაც არ ივიწყებენ. ამ დღეებში წყვილის ახალი საქველმოქმედო ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი.

შარლოტსვილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ვარსკვლავებმა რასობრივი დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ცნობილი გახდა, რომ კლუნებმა ამ პრობლემასთან საბრძოლველად მილიონი დოლარიც გაიღეს.

”ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ინიციატივაში ვმონაწილეობთ. ის, რაც შარლოტსვილში მოხდა, გვაიძულებს, რომ სიძულვილს ვებრძოლოთ”, – ნათქვამია მსახიობისა და ადვოკატის ოფიციალურ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები