LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კნოვლევის, თამარაშენის, ცერონისისა და ავლევის მიმდებარედ, სავარაუდოდ, საზღვრის გადმოწევის ფაქტი ფიქსირდება

84

საოკუპაციო ზოლზე მდებარე სოფლების – კნოვლევის, თამარაშენის, ცერონისისა და ავლევის მიმდებარედ, სავარაუდოდ, საზღვრის გადმოწევის ფაქტი ფიქსირდება. სიტუაციის ადგილზე შესასწავლად უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი გაემგზავრა.

როგორც დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დარღვევას აქვს ადგილი.

„ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, გზაში ვარ. ინფორმაცია ჩვენთანაც შემოვიდა, ასევე მედიითაც გავრცელდა და ადგილზე მივდივარ საკითხის შესასწავლად“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

საკითხს ასევე სწავლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები