LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძე: 2018 წლიდან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუხლოვდება

30

2018 წლიდან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუხლოვდება, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში 3%-ია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ინფლაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თუ გადაავლებთ თვალს, ყველა იმ კომენტარს რომელიც მე, ან ეროვნული ბანკის რომელიმე წარმომადგენელს აქვს გაკეთებული, ეს არის აბსოლუტურად თანმხვედრი იმისა, რაც გვაქვს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ წელს ინფლაცია გარკვეული მიზეზების გამო მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნებოდა და ისიც, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით, 6%-ის ფარგლებში შენარჩუნდებოდა. ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო დაბალი იქნება დეკემბერში სხვა თანაბარ პირობებში, ხოლო 2018 წლიდან დაუხლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში 3%-ია. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – 3% არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს 0-დან 3%-მდე. ეს არ არის ინფლაციის ზღვარი. ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომლის მისაღწევადაც ეროვნული ბანკი გადადგამს ნაბიჯებს და მიიღებს ზომებს და ის შესაძლებელი იყოს 3%-ზე ზემოთ, ან ქვემოთ, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში ის უნდა იყოს მიზნობრივთან ახლოს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში წლიური ინფლაცია 6.2%-ია, ეროვნული ბანკის 2017 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი კი – 4%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები