LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძე: ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით რეგულაციები იქნება აუცილებელი

66

ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით რეგულაციები იქნება აუცილებელი – ეს არის დროის საკითხი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგულირების საკითხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფაქტები დაგროვდება კრიპტოვალუტის გამოყენების მიმართულებით.

“საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ეროვნული ბანკები ყურადღებით აკვირდება იმას, თუ როგორ ხდება განვითარება ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით. პრაქტიკა და ცოდნა არ არის ძალიან დიდი იმის გამო, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ასეთი კრიპტოვალუტები არსებობს. მიუხედავად ამისა, თუკი არსებობს რაიმე პრინციპი, რომლის დაცვაც მოგვეთხოვება, ჩვენ ამას ვაკეთებთ. პირველ რიგში, ჩვენ გამოვუშვით გაფრთხილება ამ ვალუტებთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ მისი ღირებულება არის ძალიან მერყევი და იმ შემთხვევაში, თუკი კეთდება ინვესტიცია ამ მიმართულებით, ინვესტორები უნდა იყვნენ ფრთხილად, რადგანაც მერყეობა ახასიათებს ასეთი სახის აქტივს. რაც შეეხება ზოგადად ვირტუალურ ვალუტებს, ვფიქრობ, რომ რეგულაციები ამასთან დაკავშირებით იქნება აუცილებელი. ეს არის დროის საკითხი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია გარკვეულწილად ცოდნა და პრაქტიკა დაგროვდეს და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები