LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძე: ყველა ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ

85

ინფლაცია საქართველოში არის დაბალი და არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით აღნიშნა, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ინფლაციის მაჩვენებელი და მას ყველა ბერკეტი გააჩნია მის საკონტროლებლად.

„საქართველოში გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რომლისთვისაც მოკლევადიან პერიოდში დამახასიათებელია რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა, ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია კურსის გაუფასურება, ან გამყარება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური გაცვლითი რეჟიმი პატარა ზომის ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს გახსნილი ეკონომიკა. ეს არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომ მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება, რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს, ეკონომიკამ შეისწავლოს. ეროვნულ ბანკს არ გააჩნია გაცვლითი კურსის რაიმე ნიშნული. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ინფლაცია. ინფლაცია საქართველოში არის დაბალი და არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. ყველა ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ”,- განაცხადა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები