LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა ნარჩემაშვილი – ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე კარგად არ არის გამოძიებული

86

ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე კარგად არ არის გამოძიებული – ეს იმ ორგანოების ბრალია, ვინც საქმეზე მუშაობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, შს ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.

ნარჩემაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მართლმსაჯულების და სამართალწარმოების სფეროში გარღვევა ვერ მოახდინა.

“ეს იმ ორგანოების ბრალია, ვინც საქმეზე მუშაობდა. ვფიქრობ, რა არის ამის მიზეზი – მაინც და მაინც წინასწარი შეცნობით მოხდა?! დავუშვათ, რომ ეს ასე მოხდა – დიდწილად ვუშვებ, რომ ეს იმ ტრადიციისა და ტრენდის გამოძახილია, რომელიც მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებისგან გვერგო. მთელი ცხრა წლის განმავლობაში გამოძიება იყო ძალიან ზედაპირული და ფორმალიზებული პროცესი. აბსოლუტურად არ იყო საჭირო, რომ საქმეში მტკიცებულებები ჩაგედო. როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა, ეს შეიცვალა – მოსამართლეები წნეხისგან გათავისუფლდნენ. შევიდა სასამართლოში საქმეები, სადაც არასაკმარისი მტკიცებულებები იყო, ბრალდება არ იყო დადასტურებული. მოსამართლეების უმრავლეს ნაწილს საკმარისი კვალიფიკაცია აქვს. ხშირ შემთხვევაში მათი გადაწყვეტილებები მათ პოლიტიკურ სიმპათიებს ემთხვეოდა, მაგრამ რამეში მათ ვერ შეედავებოდი, რადგან გეტყოდნენ, რომ საქმე არ იყო გამოძიებული“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები