LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე – 3-4 წლის შემდეგ არავის ემახსოვრება რას ამბობდნენ რურუა, მაჭუტაძე, მარგველაშვილი და ქარდავა

68

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დღეს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება მხოლოდ ერთ პარტიას ეკუთვნის.

“3-4 წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რას ამბობდნენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, მაგრამ ყველას ეცოდინება თუ რა კონსტიტუციის მიხედვით გვიწევს ჩვენ ცხოვრება. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა ჩვენმა პარლამენტმა და ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“- განაცხადა კობახიძემ “ქრონიკასთან” ინტერვიუში

მისი თქმით,  ახალი კონსტიტუცია, დღეს მოქმედისგან განსხვავებით, ავტოკრატიას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა დღეს ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები