LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე – გიორგი მარგველაშვილი როგორც 2016 წელს დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, ასევე დამარცხდება თვითმმართველობის არჩევნებშიც

36

მე ძალიან მაინტერესებს, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას – ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა, მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“ თუ „დემოკრატიული მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

კობახიძის აზრით, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის ხელმოწერა ვეტოდაძლეულ დოკუმენტზე მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო, აბსოლუტურად გაუგებარი იყო გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი ბრიფინგის შინაარსი. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, პრეზიდენტმა ამით წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა და მოსახლეობას ოპოზიციის მხარდაჭრისკენ მოუწოდა.

„აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის ბრიფინგის შინაარსი, რომელიც დღეს მოაწყო საქართველოს პრეზიდენტმა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვეტოს გადალახვის შემდეგ კონსტიტუციის ხელმოწერა მხოლოდ დ ამხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო. პრეზიდენტს მარტივად რომ მოეწერა ხელი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გადალახა ვეტო, ეს იქნებოდა აბსოლუტურად გასაგები მოვლენა, თუმცა ამას მიუძღვნა ბრიფინგი, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი. რეალურად ამ ბრიფინგის მიზანი არ იყო კონსტიტუციაზე საუბარი, მიზანი იყო წინასაარჩევნო განცხადების გაკეთება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ბრიფინგზე პრეზიდენტმა არაპირდაპირ აღიარა, რომ ეს კონსტიტუცია არის ხარისხიანი და მართლა აყალიბებს ძალიან დემოკრატიულ სისტემას, მაგრამ მეორე მხრივ, გააკეთა ცხადი პოლიტიკური განცხადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები