LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: შრომის უსაფრთხოებაზე კანონი სექტემბერში გადაისინჯება

53

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცახდებით, შრომის უსაფრთხოების კანონი სექტემბერში გადაისინჯება. მისი თქმით, ამაღლდება ამ კანონის სტატუსი და გადაიხედება შინაარსი.

ჩვენ მივიღეთ კანონი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და დაგეგმილია, მათ შორის, კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესის, ასე ვთქვათ, ნაწილად ამ კანონის გადახედვა. სექტემბერში აუცილებლად გადავსინჯავთ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ.

სტატუსი ასევე ამაღლდება ამ კანონის. ნაცვლად ჩვეულებრივი კანონისა, ეს იქნება ორგანული კანონი და გადაიხედება ამ კანონის შინაარსიც იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტები საქართველოში. ეს იყო ჩვენი გაცხადებული ნება. ჩვენ საუბარი გვქონდა დაახლოებით ორი თვის უკან აქტიურად ამაზე და მუშაობა არის დაწყებული. მუშაობა გრძელდება და ჩვენ, მაქსიმუმ, სექტემბერში, მივიღებთ ახალ ორგანულ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, სადაც იქნება ასახული შესაბამისი ცვლილებები.

მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ამ მსჯელობაში და ამ სულისკვეთებით გადაიხედება ეს ორგანული კანონი“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, შრომის ინსპექტორებმა მინდელის მაღაროში, სადაც გუშინ 4 მუშა დაიღუპა ,  ხარვეზები დააფიქსირეს. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ვერ იქნა უზრუნველყოფილი დასაქმებულების გაყვანა უსაფრთხო ზონაში,მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კი მას შემდეგ იქნება დადგენილი, რაც მოკვლევა დასრულდება. გამოძიების პირველადი ინფორმაციით კი , მინდელის მაღაროში ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები