LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე : წერეთლის მხარდაჭერა იგივეა, გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა

77

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლისთვის მხაარის დაჭერას მანანა კობახიძე გაერო-ს ხელმძღვანელად ბერიასთვის მხარის დაჭერას ადარებს.

„გიგი წერეთელი არის საქართველოს მოქალაქე, ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელი. მე არ მგონია, რომ ეს მთავარი ფაქტორი უნდა იყოს. აქ მნიშვნელოვანია სწორედ, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ის და რა ღირებულებების მატარებელია, რამდენად სცემდა პატივს ეს პოლიტიკური გუნდი ადამიანის უფლებებს და რამდენად მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რის ირგვლივაც ეუთო შეიქმნა. დაახლოებით იგივეა, ვთქვათ გაეროს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა იმიტომ, რომ ის ქართველია. შეიძლება ეს შეფასება არ მოეწონოს გიგი წერეთელს ან ბატონ დავით უსუფაშვილს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს უჭერს მხარს“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები