LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანიაა გაშლილი

46

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს, რაც სამწუხარო ფაქტია.ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მთავრობაში, იმედის ეთერში უპასუხა.

“ხელოვნური კამპანია არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ და სამწუხაროა, რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით ხელმძღვანელობენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე მოქმედებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ თითოეული მინისტრის მიერ გახორციელებული საქმიანობა და ის, თუ როგორია პერსპექტივა, რომ შემდგომი ცვლილებები განხორციელდეს კონკრეტული მინისტრის მიერ კონკრეტულ სფეროში და ამ ყველაფერს დაეფუძნება ჩვენი გადაწყვეტილება მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით. მსჯელობა იქნება ყველა კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩვენ, პირველ რიგში უნდა დაველოდოთ თავად მამუკა ბახტაძის პოზიციას. ჩვენ დაველოდებით მთავრობის პოზიციას და ამის შემდეგ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად ოფიციალურად, ძველი შემადგენლობით წარედგინა.

მამუკა ბახტაძის გუნდში სამი ახალი სახეა.მინისტრის პორტფელს დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ ჯანელიძე ემშვიდობებიან. ახალ მთავრობაში მათ მოადგილეები – გიორგი ჩერქეზიშვილი და დავით ზალკალიანი ანაცვლებენ. ფინანსთა სამინისტროს  ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი მამუკა ბახტაძის მოადგილე – ნიკოლოზ გაგუაა წარდგენილი

პრემიერ მინსიტრობის კანდიდატის გეგმით სიახლეები კიდევ სამ კვირაში უდნა განხორციელდეს, როდესაც პარლამენტს მთავრობის განახლებული სტრუქტურა წარედგინება დასამტკიცებლად.

მამუკა ბახტაძემ  აანონსებს , რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები