LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის “5 ხაზზე დაწერილი” ინფორმაცია რეალობის აღქმის საშუალებას არ იძლევა – დაპირისპირება პარლამენტში

129

პარლამენტის თავმჯდომარე და ტელეკომპანია “კავკასიის” ხელმღვანელი ერთმანეთს არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

ათ დღეს პარლამენტში იკამათეს, სადაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობენ.

პარლამენტის თავმჯომარე მედიის წარმომადგენლებს ხვდება და როგორც შეხვერის დასაწყისში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტო, რომელიც ამ ცვლილებებს დაადო, არაარგუმენტირებულია და მას მედიის წარმომადგენლებისგან  არგუმენტების მოსმენა სურს.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცვლილებებით კომერციულ მედიას პრობლემას არ შეუქმნის, რაზეც მას მედიის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ. ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ კობახიძეს “ხუთ ხაზზე დაწერილი” ინფორმაცია აქვს, რაც რეალობის აღქმის საშუალებას არ იძლევა და “ჩაშლილი ინფორმაციიდან” კარგად გამოჩნდებოდა, რომ ამ ცვლილებებით, ერთი მხრივ, “კვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა” და, მეორე მხრივ, დამოუკიდებელი ტელევიზიებს ისედაც მწირი სარეკლამო ბაზარი ეზღუდებათ და ეს “ამ მედია საშუალებებს მოკლავს”.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები კომერციული შემოსავლებით უნდა იყვნენ მოტივირებულები, ეს არის საზმაუს იდეის სიკვდილი. როცა ჟურნალისტს ეუბნები, რომ შენი ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, მე რამდენი რეკლამა მექნება, ეს კლავს საზმაუს იდეას,”– განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნინო ჯანგირაშვილის მსჯელობა ზედაპირული და არგუმენტს მოკლებულია.

“ვეტოშიც წერია, რომ თურმე საზმაუს იდეას პირდაპირ უპირისპირდება რეკლამის იდეა. მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს იმას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლებს კომერციული რეკლამა აქვთ ,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები