LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოცნა აივანზე და თაფლობის თვე არ იქნება – პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის დეტალები

55

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის 19 მაისს დაგეგმილ ქორწილამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დასავლური მედია აქტიურად აშუქებს იმ დეტალებს, რომელიც ქორწილის ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე ხდება ცნობილი. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრისა და ამერიკელი მსახიობის ქორწილი რამდენიმე დეტალის გამო იქნება გამორჩეული.

ცნობილი ხდება, რომ ახლადდაქორწინებული წყვილი საზოგადოებას კენსინგტონის სასახლის აივნიდან არ მიესალმება. შესაბამისად, არ იქნება ის ცნობილი კოცნა, რომლითაც პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის, ასევე პრინც ჩალზისა და დიანას ქორწილი დაგვამახსოვრდა. რაც შეეხება პრინცესა დიანას, მის ხსოვნას პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილზე განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ  პრინცესა დიანას დები და ძმა ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან. მეტიც, პრინცმა ჰარიმ სპეციალურად გამოიყენა თვლები დედის საიუვილერო კოლექციიდან, როცა მეგან მარკლისთვის ბეჭედს არჩევდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ცნობილი იყო რომ ქორწილის შემდეგ წყვილი აფრიკაში მიემგზავრებოდა. ამჯერად კი სამეფო ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით, თაფლობის თვე გარკვეული პერიოდით გადაიდო. ასევე მეგან მარკლის არ ეყოლება მეჯვარე, რაც საკმაოდ უცნაურია. კენსინგტონის სასახლის წარმომადგენელი, ჯეისონ კნაუფი ამბობს, რომ მეგანს უამრავი მეგობარი ჰყავს და ყველა მათგანი ჩართული იქნება საქორწილო სამზადისში. რაც შეეხება პირველ ცეკვას, უკვე დადასტურდა, რომ ახლადდაქორწინებულები უიტნი ჰიუსტონის ლეგენდარულ ჰიტზე, I Wanna Dance With Somebody იცეკვებენ. მათ ქორწილზე კი საპატიო სტუმრების ამპლუაში ჯგუფები Spice Girls, Coldplay და ელტონ ჯონი იმღერებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები