LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოჯორში ჩამარხულ კასრში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

58

კოჯორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მამაკაცი დაახლოებით 27 წლამდე ასაკისაა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გვამი ჩამარხულ კასრში აღმოაჩინეს და მკვლელობა 2014 წელს თბილისის ზღვაზე მომხდარ დანაშულს უკავშირდება, როდესაც ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში მოკლეს, მისი შვილი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

შსს-ში რადიო „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ ჯერ-ჯერობით საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები