LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოჯორში და წყნეთში ტექნიკური მარილი დაყარეს

74

დედაქალაქში მოსული თოვლის გამო, „თბილსერვის ჯგუფმა“ გამთენიისას გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამთენიისას, ძირითადად, თბილისს შემოერთებული ტერიტორიები, კოჯორი, წყნეთი და სხვა ტერიტორიები გაიწმინდა. გზებზე, ასევე, დაიყარა ტექნიკური მარილი.

ამ ეტაპზე მუშაობა აღარ მიმდინარეობს. გამთენიისას მიმდინარეობდა სამუშაოები, ძირითადად, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე და ასევე ქალაქის მასშტაბითაც ტექნიკური მარილის დაყრა. მარილიც დაიყარა და გზებიც გაიწმინდა,“ – განაცხადეს „თბილსერვის ჯგუფში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები