LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოხტას მთაზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის

97

„ართანაში, კოხტას მთაზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის,“ – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, თორნიკე გვაზავამ, განაცხადა.

მისი თქმით, ხანძრის კერებთან ცოცხალი ძალის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ართანაში ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს. ცოცხალი ძალა შესულია, როგორც მაშველები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია რეგიონის მეტყევეები და მოხალისეები. ხანძარი ლოკალიზაციისკენ მიდის და, ვფიქრობთ, საღამოსკენ უკვე სრულად იქნება ლოკალიზებული. სამი ვერტმფრენი მუშაობს დილიდანორი ირანის და ერთი ქართული, – განაცხადა გვაზავამ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ხანძრის სრულ ლოკალიზებასა და სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას ქარი უშლის ხელს.

სალიკვიდაციო სამუშაოები შეიძლება დღესაც დაიწყოს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქარზე. ქარი გვიშლის ხელს სრულად ლოკალიზებაში, – განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები