LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოხტას მთებში ცეცხლის, დაახლოებით, 8-9 კერაა

39

„კოხტას მთებში ცეცხლის, დაახლოებით, 8-9 კერაა“, – ამის შესახებ კახეთის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, დავით ხატიაშვილმა, განაცხადა.

ხატიაშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ვითარება რთულია, რადგან ცეცხლი ტყეს მიუვალ ადგილას უკიდია. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია ტყეში გზის გაჭრაც.

„70 გრადუსიანზე მეტი დახრილობა აქვს, კლდოვანია ეს ფერდა და ცოცხალ ძალას ადგილზე მუშაობა უჭირს. ამიტომ შს სამინისტრომ ჩამოიყვანა განსაკუთრებულ დავალებათა სამსახური. მობილიზებულები არიან და უკვე დაიწყეს მუშაობა. ვერტმფრენებმაც დაიწყეს მუშაობა. მოვიდა ორი ირანული ვერტმფრენი და ისინიც დაიწყებენ მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ცეცხლის ლოკალიზებისთვის,“ – აცხადებს დავით ხატიაშვილი.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის მასშტაბები. კოხტას მთებში ხანძრის ჩაქრობა უკვე მესამე დღეა, ვერ ხერხდება. რთული რელიეფის გამო სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება გაჭირდეს. ხანძრის წინააღმდეგ ოპერაციაში დილიდან ჩართულია ავიაციაც.

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად მეხის ჩამოვარდნა სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები