LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოკო შანელის 10 მოდური წესი

1112

“მოდა ქრება, სტილი კი, სამუდამოდ რჩება”, – ხშირად იმეორებდა ლეგენდარული კოკო შანელი, რომლისთვისაც სილამაზე პირველ რიგში ელეგანტურობასთან ასოცირდებოდა. გთავაზობთ მოდის დედოფლის 10 მთავარ წესს, რომელიც ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს.

შარვალი ქალს თავისუფლებას მატებს – შანელი პირველი იყო, ვინც საკუთარი დიზაინით შექმნილი შარვალი მოირგო, მაშინ, როცა სხვა ქალბატონები კორსეტებსა და მოუხერხებელ გრძელ კაბებს ატარებდნენ.

იდეალური ქვედაბოლო მუხლს უნდა ფარავდეს – მადმუაზელ  შანელს გულწრფელად სჯეროდა, რომ ქალს საოცრად ულამაზო მუხლები ჰქონდა, რომელთაც იდეალურად სწორედ საშუალო სიგრძის ქვედაბოლო მალავდა.

ჭარბი აქსესუარი – შანელს ძალიან უყვარდა სხვადასხვა სტილის, ბიჟუტერიისა და ძვირფასი აქსესუარის ერთად მორგება. თუმცა, ძვირადღირებული სამკაული ცნობილ მოდელიორს ნაკლებად ჰქონდა.

იდეალური კოსტიუმი – დიზაინერის აზრით, იდეალურ კოსტიუმში ქალისა და მამაკაცის სამოსის ელემენტები უნდა ყოფილიყო გაერთიანებული. სხვათაშორის, 1920-იან წლებში სწორედ შანელმა შექმნა ე.წ. “ახტაჯანა გოგონას” სახე, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.

მოდური ფეხსაცმელი – შანელი გიჟდებოდა შავისა და თეთრის შეხამებაზე, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ სწორედ მან მოიფიქრა თეთრი ლაქის მაშიების (ე.წ. “ბასანოჟკი”) დიზაინი შავი წვერით.

ჩანთა თასმით – ქალბატონი გაბრიელის შექმნილი შავი რედიკული ჯაჭვზე, დღემდე რჩება ქალის ჩანთის კლასიკურ მოდელად.

პატარა შავი კაბა – ე.წ. little black dress-ის მცნება შანელმა 1926 წელს დაამკვიდრა და უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა ქალბატონებს. მოდელიორის მთავარი მიზანი ისეთი კაბის შეკერვა იყო, რომელიც ერთნაირად მოერგებოდა საქმიან ლანჩს და მდიდრულ წვეულებას,  სექსუალურიც იქნებოდა, უნივერსალურიც და სხვადასხვა აქსესუარის დამატებით აბსოლუტურად განსხვავებულად წარმოადგენდა მის მფლობელს.

ჟაკეტივით რბილი პიჯაკი – “რბილი პიჯაკების” ცნობილი კოლექცია, რომელიც მოხდენილი დიზაინის მიუხედავად, არასდროს ზღუდავდა ქალის მოძრაობას, შანელმა 1925 წელს წარმოადგინა.

ფუფუნება კომფორტული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ის ფუფუნება აღარ იქნება – სწორედ “კომფორტული ფუფუნების” და ნებისმიერი ქალისთვის მოხერხებული კოლექციების შექმნით მოიპოვა ლეგენდარულმა დიზაინერმა აღიარება.

 პარფიუმი – “ქალს, რომელიც არ იყენებს სუნამოს, მომავალი არ აქვს” – შანელის ცნობილი ფრაზა დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები