LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოკოითის განცხადება საქართველოს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს – პეტრე გასიევი

44

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების თემაზე ედუარდ კოკოითის განცხადება საქართველოს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა პეტრე გასიევმა განაცხადა. მის განცხადებას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„ყველაზე მდიდარი ფანტაზიაც რომ მოიშველიო, ვის, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა, აწყობს ასეთი განცხადება, რომელშიც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ დივერსიის მოწყობა ბრალდება? ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას ამან წყალი? საქართველოში ამ განცხადებაზე შოუ უკვე მოაწყვეს“, – განაცხადა გასიევმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

პოპულალურები