LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოკსაკის ვირუსი: რამდენად საშიშია ეპიდემია საქართველოსთვის

785

თურქულ კურორტებზე გავრცელებული კოკსაკის ვირუსის ეპიდემიის შესახებ, ბოლო დროს ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება.

როგორც რუსული სააგენტოები წერენ, ამ ვირუსით თურქეთის სანაპიროზე 500-მდე რუსი ტურისტი დაავადდა, დიდწილად – 14 წლამდე მოზარდები.

აღნიშნული ვირუსის შესახებ, საქართველოში ხალხის ნაწილს კითხვები გაუჩნდა, ნაწილმა კი თურქეთიდან პირების შემოსვლაზე კონტროლი მოითხოვა.

სოციალურ ქსელში, ამ დაავადებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება:

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, თურქულ კურორტებზე კოკსაკის ვირუსით ქართველი ტურისტების დაავადების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევები საქართველოს ზღვის კურორტებზეც არ დაფიქსირებულა.

საუბრობენ იმაზეც, რომ რუსულმა პრესამ თემა გააზვიადა და სინამდვილეში თურქეთის ყველაზე ცნობილ კურორტებზე ეპიდემიის საფრთხე არ არის.

 

რა არის კოკსაკი – “ხელი-ფეხი-პირი” (Hand-Foot-and-Mouth)

კოკსაკი ენტეროვირუსული ინფექციაა, რომლითაც ძირითადად ბავშვები ავადდებიან.

med-doctor.net-ზე ვკითხულობთ: კოკსაკი არის ქალაქის დასახელება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაფიქსირდა პოლიომიელიტის მსგავსი დაავადების ეპიდემია, რომელიც გამოწვეული იყო იმ პერიოდში უცნობი ვირუსით. შემდგომში იდენტიფიცირებულმა ვირუსმა მიიღო კოკსაკის სახელწოდება. ECHO არის აბრევიატურა – Entero Cytopathic Humen Orphan.

ინფექციის წყაროა დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემა ხდება ჰაერ–წვეთოვანი ან ფეკალურ–ორალური გზით.

უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები და ახალგაზრდები. დამახასიათებელია სეზონურობა – უფრო ხშირია ავადობა ზაფხულში და გაზაფხულზე. გადატანილი დაავადების შემდეგ იმუნიტეტი არის საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი (რამდენიმე წლამდე).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები