LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლეჯის კამპუსში სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული

38

ორეგონის შტატში, კოლეჯის Umpqua Community College კამპუსში სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო სროლის დროს გარდაიცვალა.
მკვლელის ვინაობას ოფიციალური პირები არ ასეხელებენ, თუმცა მედიის ინფორმაციით, ის კრის ჰარპერ მერსერია და ის დაახლოებით 20 წლისაა.

მერსერმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გახსნა.

უფრო ადრე კი მედიაში გაჩნდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ 20-მდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, 13 კი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები