LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლუმბიაში 1,5 ტონა კოკაინის კონფისკაცია მოხდა

78

კოლუმბიაში, ნარკოტრაფიკთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 1,5 ტონა კოკაინის კონფისკაცია მოხდა.

ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით სააგენტო EFE იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, სამხედრო მეზღვაურებმა შესამოწმებლად კატარღა გააჩერეს, რომელშიც კოკაინით სავსე 71 ტომარა აღმოაჩინეს. კატარღაზე მყოფი ოთხივე პირი დაკავებულია.

მიმდინარე წელს კოლუმბიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ნარკოტრაფიკთან ბრძოლის ფარგლებში 168 ადამიანი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები