LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლუმბიაში ავტობუსი უფსკრულში გადავარდა, დაღუპულია 14 ადამიანი

39

კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთში, ავტობუსის უფსკრულში გადავარდნის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Pais იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, ინციდენტი ატლანტიკოს დეპარტამენტში, საბანალარგას მუნიციპალიტეტში მოხდა.

მუნიციპალიტეტის მერის, სესარ კუადროსის, თქმით, ავტობუსი ძნელად მისადგომ ადგილას ჩავარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, შესაძლოა, კიდევ იყვნენ ადამიანები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები