LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა 5 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

69

კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად, 5 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს.

დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ბანანებისთვის განკუთვნილ კონტეინერში იყო დამალული, რომელიც პოლიციამ ერთ-ერთ სატვირთო ტერმინალში აღმოაჩინა. ტვირთს ბელგიაში გადასატანად ამზადებდნენ.

ამოღებული კოკაინის საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 350 მილიონ ევროს შეადგენს. ნარკოდანაშაულთან კავშირში ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები