LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომედიები კარგი განწყობის შესაქმნელად

„კარგი ბიჭები“ (The Nice Guys) – დაქირავებული მცველი და კერძო დეტექტივი იძულებული არიან ერთად გამოიძიონ დაკარგული გოგონას საქმე, თუმცა ძიების განსხვავებული მეთოდის წყალობით ხშირად ეხვევიან ხიფათსა და უსიამოვნებებში.

 „ჯაშუში“ (Spy) – ერთი შეხედვით, სიუზანი ყველაზე ნაკლებად ერგება ცენტრალური დაზვერვის ბიუროს აგენტის თანამდებობას, თუმცა, როცა სამყაროს სერიოზული საფრთხე ემუქრება, ის ერთადერთია, ვისაც კაცობრიობის გადარჩენა შეუძლია.

„ერთხელ ირლანდიაში“ (The Guard) – პატარა ქალაქის პოლიციელის, სერჟანტ ჯერი ბოილის ყოველდღიური ცხოვრება მაშინ ირღვევა, როცა ქალაქში გამოძიების ფედერალური ბიურიოს აგენტი ჩამოდის და ადგილობრივი პოლიციის დახმარებით ნარკომოვაჭრეების ბანდის დევნას იწყებს.

„პოლიციელები კაბაში“ (The Heat) –გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებს საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ – მოძებნონ და განაიარაღონ სასტიკი ნარკობარონი. საკმაოდ საინტერესო და რაც მთავარია, ძალიან სახალისოა გოგონების თავგადასავლებში ერთგავრი ვირტუალური მონაწილეობა.

„გოგონა კომპლექსების გარეშე“ (Trainwreck) – მართალია, ემი მამაკაცების ჟურნალში მუშაობს, მაგრამ არასდროს ჰქონია სერიოზული ურთიერთობა. სპორტულ ექიმზე სტატიის მომზადებამ კი, შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს მთელი მისი ცხოვრება.

„გაიქეცი მსუქანა, გაიქეცი“ (Run Fatboy Run) – დენის დიოლმა, რომელსაც არასადროს ხიბლავდა ფიზიკური დატვირთვა, იძულებულია ლონდონის მარათონი გაირბინოს, რათა ერთ დროს მიტოვებული გოგონას სიყვარული დაიბრუნოს.

„სიყვარული ზომების გარეშე“ (Un homme à la hauteur) – დაკარგული მობილურის ძებნა დიანასთვის არაჩვეულებრივი ადამიანის გაცნობით სრულდება. ჭკვიანი და მომხიბვლელი ალექსანდრე შესანიშნავი იუმორის გრძნობით გამოირჩევა და თითქოს ნაკლიც არ აქვს თუ არ ჩავთვლით მის სიმაღლეს, რომელიც თითქმის არ აღემატება ერთ მეტრს.

„თავი მოაჩვენე ჩემს ცოლად“ (Just Go with It) – პალმერზე შთაბეჭდილების მოსახდენად დენი იგონებს თითქოს ცოლი ჰყავს და ძალიან თრგუნავს ოჯახური ცხოვრება. მერე კი, როცა პალმერი მისი მეუღლის გაცნობას ცდილობს, კოლეგა კეტრინს და მის შვილებს სთხოვს  ოჯახის წევრების როლის შესრულებას.

„მაგარი პოლიციელები“ (Hot Fuzz) – პოლიციელი ნიკოლასი ლონდონიდან პროვინციაში გადაჰყავთ, სადაც იძულებულია მიყრუებული სოფლის ცხოვრებას და ბრიყვ მეწყვილესთან მუშაობას შეეჩვიოს. თუმცა, მკვლელობათა სერიის გამოძიებისას ხვდება, რომ ერთი შეხედვით უღიმღამო დასახლება არც ისე უსაფრთხოა.

„წინადადება“  (The Proposal) – გამომცემლობის ხელმძღვანელი, საკმაოდ უხეში ქალბატონი, რომელიც ყველა თანამშრომელს სძულს, კანადაში დეპორტაციის თავიდან ასაცილებლად ახალგაზრდა ასისტენტს ფიქტიურ ქორწნებას სთავაზობს. თუმცა, როცა მის ოჯახის გაცნობს, ყველაფერის გულწრფელად აღიარების გადაწყვეტილებას ღებულობს.

 „წვეულება ვეგასში“ (The Hangover) – ზედმეტად მხიარული ღამის შემდეგ, დილას გაღვიძებულ მეგობრებს მეხსიერების დაძაბვა და მოვლენების აღდგენა უწევთ, თუმცა ვერსად პოულობენ ერთ-ერთ მეგობარს, რომელსაც წვეულება მოუწყვეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები