LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია გამოიყენებდა არაქარხნული წესით დამზადებულ მოაჯირებს და ხარაჩოებს – შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი

89

შრომის ინსპექტირების უფროსი მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ თბილისში მშენებარე კორპუსის მე-5 სართულიდან მუშის გადმოვარდანასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  პირველადი შეფასებით ფიქსირდება გარკვეული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობა, კომპანია გამოიყენებდა არაქარხნული წესით დამზადებულ მოაჯირებს და ხარაჩოებს. ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციის დეპარტამენტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შეისწავლის კომპანიის მხრიდან ეფექტური შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას.

„კომპანია გამოიყენებდა არაქარხნული წესით დამზადებულ მოაჯირებს და ხარაჩოებს. ჩვენ შევისწავლეთ რამდენად ხდებოდა კომპანიის მხრიდან ეფექტური შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა, რაც გულისხმობს, საფრთხეების შეფასებას და რისკების იდენტიფიცირებას, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს კომპლექსურად იმის საშუალებას, რომ აღვწეროთ, რას უკავშირდებოდა უბედური შემთხვევა,“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, დღეს 26 წლის მამაკაცი ჟვანიას ქუჩის 10 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები