LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „ისი-პარიმ“ ღამის რომაული შეგრძნებებით სავსე არომატი წარმოადგინა

112

კომპანია „ისი-პარიმ“ ღამის რომაული შეგრძნებებით სავსე არომატი წარადგინა. პრეს-ლანჩზე შეკრებილ ჟურნალისტებს  BVLGARI-ის ახალი არომატი Goldea The Roman Night მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ წარუდგინა. ოქროსფრად განათებული დარბაზი, დახვეწილი გემოვნებით მორთული ინტერიერი და რომის ფოტოები ფონად,  ერთი ერთში იმეორებდა ლეგენდარული ბრენდის ახალ კონცეფციას. სუნამო ესპანელმა პარფიუმერმა, ალბერტო მორილასმა შექმნა, რომელსაც პარფიუმერულ სამყაროში ჯადოქარს უწოდებენ. ახალი სუნამოს სარეკლამო სახე კი, დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ბელა ჰადიდია.

ვრცლად სუნამოს კონცეფციასა და ბრენდის ისტორიაზე ხატიას შამუგიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, ნია მოძმანაშვილთან სტუმრობისას ისაუბრა:

„ეს არის მართლაც საოცარი არომატი,  BVLGARI კი მსოფლიოს უმაღლესი ბრენდია, უპირველეს ყოვლისა ის ლიდერია ძვირფას სამკაულებში. ბრენდი, რომლის სახეც გახლდათ ელიზაბეტ ტეილორი. მას BVLGARI-ის ყველაზე მეტი სამკაული ჰქონდა  და როგორც ამბობენ, ტეილორმა ერთადერთი სიტყვა იცოდა იტალიურად და ეს იყო BVLGARI. მის გულთნ მისასვლელი გზაც მიდიოდა BVLGARI-ის სამკაულებზე. როდესაც ელიზაბეტ ტეილორი გარდაიცვალა, კომპანია BVLGARI-იმ ოჯახისგან გამოისყიდა  ეს უნიკალური სამკაულები და დღეს ისინი BVLGARI-ის მუზეუმს ამშვენებს. BVLGARI ესაა ბრენდი ძვირფას სამკაულებში, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს ძვირფასი ქვების დამუშავების ტექნოლოგიაში, მით უფრო, ფერადი ძვირფასი ქვების დამუშავებაში. ამ ბრენდზე საუბრისას არა მარტო ელიზაბეტ ტეილორი, უამრავი ცნობილი სახე მახსენდება. მაგალითად, როცა „ოსკარზე“ ახალგაზრდა მსახიობი ალისია ვიკანდერი წარადგინეს, მასაც BVLGARI-ის სამკაული ამშვენებდა. ზოგადად, არაერთი ვარსკვლავი იწონებს თავს წითელ ხალიჩაზე ამ საოცარი ბრენდის სამკაულით. მოგეხსენებათ ჩვენ ვატარებთ პრეს-ლანჩს, რომელსაც მხოლოდ  მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები ესწრებიან. მინდა გითხრათ, რომ ამ პრეს-ლანჩზეც უამრავი ვიფიქრეთ, რადგან ერთმანეთს რამდენიმე ღონისძიება მიეწყო და საჭირო იყო, რაღაც ახლის მოფიქრება. როდესაც ვიწყებდი BVLGARI-ის პრეზენტაციაზე ფიქრს, პირველი გავიფიქრე, რომ უნდა ყოფილიყო ძალიან მაღალი ხარისხის ლოკაცია.

ერთადერთი შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო არის „ბილტმორი“. გამახსენდა, რომ ერთ-ერთ დარბაზს აქ რომაული ამფითეატრის წყობა აქვს და შეუძლებელია, შესვლისას, ძველი საბერძნეთი ან რომი არ გაგახსენდეთ. ეს იმდენად ორგანული და ასოცირებული იყო, რომ სხვა გზა არ დაგვიტოვა. ჩვენმა არაჩვეულებრივმა გუნდმა დარბაზი ულამაზესად გააფორმა. ღონისძიება ფეიერვერკით დავასრულეთ და დარბაზი საოცრად ბრჭყვიალებდა.

სხვათაშორის, როდესაც Hermès-ის პრეზენტაცია გვქონდა, ჟურნალისტებმა წინასწარ არაფერი იცოდნენ. ყველა გავაფრთხილე, რომ თბილისი-მოლიდან ქალაქგარეთ გავიდოდით. სპეციალური ტურისტული ავტობუსით საგურამოში გავემგზავრეთ და ულამაზეს გარემოში გადავინაცვლეთ. წინა Jean Paul Gaultier-ეს პრეს-ლანჩი კი კლასიკურად სადილით დავიწყეთ და ღამის კლუბში ნახევრადშიშველი გოგონების ცეცხლოვანი ცეკვით დავასრულეთ. უნდა ავღნიშნო, რომ „ფორტუნა“ პირველი იყო, ვინც BVLGARI-ის პრეს-ლანჩი გააშუქა საიტზე და ამიტომაც „რუსთავი 2“ ის ეთერში სწორედ „ფორტუნას“ ნიუსი გაშუქდა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმას, ხუთშაბათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გველის. ბრენდის სახელს წინასწარ ვერ გავამხელ. ჟუნალისტები ამბასადორები არიან ჩვენსა და მომხმარებელს შორის, რადგან მათ ამბავი მომხმარებლამდე უნდა მიიტანონ. და კვლავ არომატზე, გპირდებით, რომ Goldea The Roman Night აუცილებლად გამოგზაურებთ ღამის რომში. სუნამოს სახე გახლავთ ბელა ჰადიდი. სარეკლამო რგოლში ის სახლის სახურავიდან აღმოაჩენს ღამის გაბრდღვიალებურ რომს, რომელიც არის საოცარი და განსხვავებული დღის რომისგან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები