LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია, რომელიც თბილისისთვის 90 ახალ ავტობუსს შემოიყვანს უკვე ცნობილია

112

ახალი ავტობუსების შეძენაზე, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე ცნობილია. თბილისისთვის 90 დიზელზე მომუშავე, ახალ ავტობუსს კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი” შემოიყვანს.

ამ ეტაპზე გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულება 10 აგვისტომდე გაფორმდება.

შეგახსენებთ, მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მესამედ გამოცხადდა. „თეგეტა თრაქ ენდ ბასი” ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო.

სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენდა. ავტობუსების მიწოდების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები