LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია, რომლის წილებშიც ვფიგურირებ, რეალურად, აღარ არსებობს -ლია ჯახველაძე

141

საკრებულოს ფრაქცია “თბილისელების” დეპუტატი ლია ჯახველაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ კომპანია, რომლის წილებშიც ის ფიგურირებს, დღეს, რეალურად აღარ არსებობს.

“ეს კომპანია რეალურად, ბუნებაში უკვე აღარ არსებობს 2011 წლიდან, რადგან სწორედ 2011 წელს, ჩემი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე, იყო გარკვეული ზეწოლები ამ შპს-თან დაკავშირებით , ეს იყო პროფესიული კოლეჯი, რომელიც 2001 წლიდან არსებობს. 2011 წლისთვის უკვე ის შენობაც გაყიდეს, ხელშეკრულებაც გამიუქმეს ფართზე, რაც მქონდა, ასე რომ ბუღალტერს უნდა გაეთებინა იქ ის, რომ კომპანია უკვე ლიკვიდირებული იყო“,-განაცხადა ლია ჯახველაძემ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ანგარიშის თანახმად, საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნეს წილები, რაც დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევას წარმოადგენს და შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს.  ანგარიშში ნათქვამია, რომ წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს  5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება – მრეწველები), გიორგი ახვლედიანი (ფრაქცია თბილისელები), გიორგი მუსხელიშვილი (ფრაქცია თბილისელები), ლია ჯახველაძე (თბილისელები), გულიკო ზუმბაძე.

პოპულალურები