LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია ”სოკარმა” უეფას 2016 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის ფან-ზონა გახსნა

52

კომპანია ”სოკარმა” უეფას 2016 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის ფან-ზონა გახსნა. ჭეშმარიტი საფეხბურთო ატმოსფერო ამიერიდან, მუშტაიდის ბაღში იქნება შექმნილი, სადაც ფეხბურთის ნებისმიერ  მოყვარულს შესაძლებლობა აქვს, ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე, საუკეთესო გამოსახულებით ევროპის ჩემპიონატის თამაშებს უყუროს და აქ მოწყობილი სასიამოვნო გარემოთი თავი შეიქციოს.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა აღნიშნა, ფან-ზონაში გულშემატკივრებისთვის 300-მდე დასაჯდომი ადგილია გათვალისწინებული, თუმცა ეს ზონა ბევრად დიდია და აქ კიდევ უფრო მეტი ადამიანის თავმოყრაა შესაძლებელი.

„ჩვენ ის სტანდარტები გვაქვს აღებული, რომელსაც უეფა ნერგავს, ანალოგიური ადგილების მოწყობისას. ჩვენ მიერ მოწყობილი ტერიტორია მაქსიმალურად მიახლოებულია სხვა ანალოგიურ ფან-ზონებთან მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

როგორც კომპანიაში განმარტეს, ფეხბურთის მატჩების ჩვენების გარდა, ფან-ზონაში სხვადასხვა აქტივობებიც არის დაგეგმილი.

”იაფი ლუდი, გამაგრილებელი სასმელები, მრავალფეროვანი გრილის მენიუ ნებისმიერ ადამიანს მოანდომებს დრო ჩვენთან დაჰყოს. ამას ემატება წამახალისებელი კალენდარი, რომელიც ჩვენ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შევქმენით: ყოველ დღე ”სოკარის” ფან ზონაში პატარ-პატარა გათამაშებები გაიმართება.  ისეთ დღეებში, როცა ფეხბურთის მატჩები დაგეგმილი არაა, ”სოკარი” ფან-ზონის ტერიტორიას სხვადასხვა საინტერესო საზოგადოებრივ აქტივობებს დაუთმობს”, – განაცხადეს კომპანია ”სოკარში”.

როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა და ფონდ „არველაძის“ დამფუძნებელმა რეზი არველაძემ აღნიშნა, მსგავსი ლოკაციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ფან-ზონა ძალიან ლამაზად არის გაკეთებული. თუ მთელი თვის განმავლობაში ეს კულტურა კიდევ უფრო განვითარდება და უფრო მეტად დაინერგება ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა რეზი არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “სოკარი“ უეფას ოფიციალური პარტნიორია. უკვე მესამე თვეა, ”სოკარის” ბენზინგასამართ სადგურებზე წამახალისებელი გათამაშება მიმდინარეობს. 25 ლარზე მიღებული თითო ბილეთი დოლარშია და რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით ლატარეაში იღებს მონაწილეობას. უკვე გათამაშებულია 20  “ევრო 2016″-ის გახსნის ბილეთი. ”სოკარის” გამარჯვებულები გახსნაზე გაემგზავრნენ. 5 ივნისს ფინალის გათამაშება წარიმართა, 12 და 19 ივნისს დაგეგმილია შემდეგი გამარჯვებულების გამოვლენა. ყველა ბილეთი, რომელიც გაცემულია კამპანიის საწყისი თარიღიდან (10 მარტიდან), მონაწილეობს გათამაშებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები