LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კომპანია Yandex Taxi აღიარებს აფხაზეთს და ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს”

73

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი, სოციალურ ქსელში Yandex Taxi-ის ქართულ ბაზარზე გამოჩენას აკრიტიკებს და სტატუსს აქვეყნებს:

“ვაპროტესტებთ რუსული ტაქსო-კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, შემდეგი მიზეზების გამო:

1. კომპანია აღიარებს აფხაზეთს და ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს

2. საბჭოთა კავშირის დროს აგენტურული საქმიანობისთვის აქტიურად იყენებდნენ ტაქსის მძღოლებს, ვეჭვობ რუსებს რამე შეეცვალათ ამ მიმართულებით.

3. ასევე საეჭვოა რატომ შემოდის კომპანია მისთვის პატარა ბაზარზე, რომელიც ტაქსებით ზედმეტად არის გაჯერებული

ამ კომპანიის შემოსვლა ვერ მოხდებოდა ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. ამიტომ სამარცხვინოდ და ანტისახელმწიფოებრივად მიგვაჩნია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ კომპანიის საქმიანობისთვის ნებართვის მიცემა”,-წერს მესხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები