LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია”სალვუს დეველოპმენტის” მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი დაკავებულია

751

სამართალდამცველებმა ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი დააკავეს. ბიზნესმენი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც გიორგი სოზაშვილის მეუღლემ, ანი მურვანიძემ  განაცხადა, მისი მეუღლე მაშინ დააკავეს, როდესაც საკუთარ მაქანასთან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა.

დაკავებამდე გიორგი სოზაშვილი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომ ის ელექტროენერგიას იპარავდა, რისი მეშვეობითაც ბიტკოინებს გამოიმუშავებდა. მისი თქმით, აქვს მტკიცებულებები, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს და მზად არის საზოგადოებას წარუდგინოს.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე დაიწყო და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს სოზაშვილის მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომლის საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიტაცება ხდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები