LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიები მზად არიან, სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი ჩაიბარონ

235

კახეთის რეგიონში არსებული ღვინის კომპანიები მზად არიან მოსახლეობისგან შეუფერხებლად მიიღონ და გადაამუშაონ სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, რთველი-2017-ის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი გრძელდება შეუფერხებლად. „სეტყვამ კახეთის რეგიონში მნიშვნელოვნად დააზიანა სხვადასხვა სოფლის ვენახები. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ღვინის საწარმოები მზად არის მევენახეებისგან მიიღონ და გადაამუშაონ სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი. რთველის პროცესი გრძელდება შეუფერხებლად და მთლიანობაში 77 ღვინის საწარმო უკვე ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში“, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, 11 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ სხვადასხვა ხარისხით დააზიანა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები კურდღელაური, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, ყვარელში – მთისძირი, ლაგოდეხში სოფლები არეშფერონი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, ცოდნისკარი, გიორგეთი, ასევე ქალაქ ახმეტის კუთვნილი ვენახები.

12 სექტემბრის 11:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 21,7 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 21,7 მლნ ლარი მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები