LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიები, რომელებიც ახალ ქართულ პროდუქციას წარმოადგენენ

118

ადგილობრივი კომპანიები ახალ ქართულ პროდუქციას მომხმარებელს წარმოუდგენენ. ბიზნეს ცენტრ ”ქარვასლაში” მოძრაობა KAR.GE-ის ორგანიზებით, 23-24 დეკემბერს დეკემბერს „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ იმართება.

როგორც ”ფორტუნას” KAR.GE-იდან აცნობეს, სადღესასწაულო გარემოში მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც დათვალიერება, ასევე სასურველი პროდუქციის შეძენაც. მოეწყობა დეგუსტაციები, იქნება უამრავი გათამაშება და ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები.

”მომხმარებლის წინაშე თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ მწარმოებლები: AG
მიკროელექტრონიკსი, კამპა & ჩვენი, Izosia – კოსმეტიკური კრემი, სიგარილა RAMONA, ნეოფარმი, სს ივერია, BakeHouse, გრინპაკი, საქართველოს სათბურის კორპორაცია, ლიმონათი იბერია, ესპრესო ჯორჯია, UNIFISH, GAMA, ქართული ყავა – ჩერი, ქართული ნატურალური ნობათი, ნაზვრევი, ნიკორა, გრეიფი, პატარიძეების “რაჭული”, ბებოს ნობათი, სიღნაღი – ქართული მზესუმზირის ზეთი. ადგილზე წარმოდგენილი იქნება როგორც საკვები ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ჩურჩხელა, ღვინო და ა.შ. – ისევე არასაკვები პროდუქცია. მაგალითად ქართული ტელევიზორები, ნათურები, ჰიგიენური ნაწარმი, შამპუნი და ა.შ.” – განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

მათივე ცნობით, მოძრაობა KAR.GE-ს მისია ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები