LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიებს 2013 წლამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებაც ჩამოეწერებათ

53

კომპანიებს 2013 წლამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებაც  ჩამოეწერებათ. პრემიერიმინიტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჩამოიწერება არა მარტო 2011 და 2012 წლებში, არამედ 2013 წლის პირევლ იანვრამდე დაფიქსირებული დავალიანება.

„იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა სისტემური მიდგომა, მივიღეთ გადაწყვეტილება იმ კომპანიებს, რომლებმაც კომერციული საქმიანობა დავალიანების გამო შეაჩერეს, 2013 წლის პირველი იანვრისთვის დაფიქსირებული დავალინებაც ჩამოვაწეროთ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება ეკონომიკაში გამოუყენებელი შესაძლებლობები გვქონდეს, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ახალი სიცოცხლე შეიძინონ კომპანიებმა და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები,“ – განმარტა პრემიერმა.

პრემიერიმინისტრი “საქასტატის” მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის ახალ მონაცემებსაც გამოეხმაურა. “საქსტატის” ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მაისში 7,5 %-ს მიაღწია.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასეთი მაჩვენებელი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დადასტურებაა.

„ის რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და რომელიც დავაანონსეთ, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები იქნება აუცილებლად დაჩქარებული.

გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც, განსაკუთრებით მინდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით არის 50%-ით გაზრდილი, რაც ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობის ფაქტორი იყო,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი დღესვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, ფონდის მითითებით,  ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია.

„2018 წლის 27 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი დაამტკიცა, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს 3 წლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვის.

მინდა ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდო, გაეცნოს ამ დასკვნას, ვინაიდან იქ არის ნათლად ასახული ის გამოწვევები, რაც დგას დღეს ჩვენს წინაშე, ამავე დროს არის ნათლად ასახული ის, რომ რეფორმები რასაც ჩვენ ვახორციელებთ, არის სრულ თანხვედრაში იმ გამოწვევებთან, რაც დღეს არის ჩვენი ეკონომიკის წინაშე,” – აღნიშნა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები