LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიებს მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე მუშაობის ნებართვა შეუჩერდათ

34

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გაჩერდა.

კალაძის თქმით, რეაბილიტაციის პროცესი პროექტების შესწავლისა და მონიტორინგის შემდეგ გაგრძელდება.

“ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. ყველა პროექტს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. გუშინ გავეცი დავალება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც რეაბილიტაცია ევალება, შეუჩერდეს მუშაობის ნებართვა, რადგან უნდა მიხდეს იმ კონკრეტული პროექტების შემოწმება, რაზეც რეაბილიტაცია ტარდება. უნდა მოხდეს პროექტების შესწავლა, რომ ყველანაირი საფრთხე იქნას თავიდან აცილებული”,- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები