LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპრომისი ნიშნავს, რომ ორივე მხარე ეძებს ყველაზე მისაღებ და გონივრულ გამოსავალს – ეკა ბესელია

161

“ველოდები, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის და იქნება კომპრომისების ძებნის მზაობა,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ხვალ პარლამენტში გაიმართება.

“შეხვედრის წინ შექმნილი რომ იყოს კარგი სამუშაო გარემო, გადაწყვეტილებებისა და კომპრომისებისთვის შესაბამისი პირობები, უმჯობესია, თავი შევიკავოთ რაიმე კონკრეტული კომენტარებისაგან. ველი, რომ შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის. კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე ეძებს ყველაზე მისაღებ და გონივრულ გამოსავალს, შესაბამის ფორმულირებებს, რომელიც პრინციპებს არ დაარღვევს. ველი, რომ იქნება კომპრომისის ძებნის მზაობა. ჩვენი სურვილია, იყოს რეალურად სამუშაო შეხვედრა, სადაც შესაძლებელი იქნება კომპრომისის მოძებნა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შეხვედრა მმართველმა გუნდმა შესთავაზა. შეხვედრა ხვალ, 18 აგვისტოს, პარლამენტში 17:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები